360-გრადუსიან თვითშეფასების კითხვარს საგანმანათლებლო დაწესებულებები შეავსებენ - დეტალები
16-04-2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 360 გრადუსიანი თვითშეფასების კითხვარების დადასტურებასა და მტკიცებულებათა იდენტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტოს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებების დირექტორები.

შეხვედრის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების მიერ დადასტურებულ იქნა თვითშეფასების 360 გრადუსიანი ელექტრონული სისტემისათვის შემუშავებული კითხვები, რომლებიც ეფუძნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების რეავტორიზაციის ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშის ფორმას. შეხვედრის მიმდინარეობისას დაიდენტიფიცირდა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს დაწესებულების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან.

საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სავალდებულო სახე იძენს 2025 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება აღნიშნული მიმართულებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203