გურიფულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე შეასხეს ხოტბა 
05-04-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის აღსანიშნავია დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის, მაკა ქალდანის ხელმძღვანელობით, ინგლისურ და ქართულ ენებზე, ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დედის დღე და გაზაფხული, დედებს.

ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

მოსწავლეებისთვისაც ღონისძიება ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, იმ დღის ემოციები ჯერ კიდევ მოსდევთ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203