ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა.
პირველკლასელებმა სარვამარტო და სააღდგომო ღონისძიებები ჩაატარეს. ისინი თითოეული აქტივობის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
მოსწავლეებმა სააღდგომო საკვები სახლში მოამზადეს, კლასში მაგიდა მორთეს და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ სომხურმა ეკლესიამ აღდგომა 31 მარტს აღნიშნა.
იხილეთ ფოტოები: