ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ღონისძიებები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, 100 მეტრის დისტანციაზე გარბენი ჩატარდა, სადაც გამარჯვებულები გოგონებიდან - ანი ღვინჯილია, ხოლო ბიჭებიდან - გეგა კვარაცხელია გახდნენ.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ეს დღე ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სკოლაში ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: