„ხალხში გაბნეული მარგალიტები“-წიგნიერების პროექტი გვიმრიანის საჯარო სკოლაში
30-05-2018
გვიმრიანის საჯარო სკოლაში ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნაილი კირკიტაძის ორგანიზებით წიგნიერების მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდა.
პროექტის სახელწოდებაა „ხალხში გაბნეული მარგალიტები“.
აღნიშნული პროექტი მიზნად მოსწავლეებში წიგნიერებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობას, ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციას ისახავდა.
თავისუფალი გაკვეთილების მსვლელობისას მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით საკუთარ თემში და სკოლაში ხალხური შემოქმედების ნიმუშები მოიძიეს, მათი განხილვა მოაწყეს და სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩაერთვნენ, როგორიცაა როლური თამაშები, სცენარის მომზადება და მინი-სპექტაკლის დადგმა. მათ საყვარელ პერსონაჟთან წერილიც „გააგზავნეს“.
აღნიშნული აქტივობები მიზნად მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდასა და მოძიებული პროზისა და პოეზიის ნიმუშების შინაარსის სრულფასოვნად გაანალიზებას ისახავდა. იხილეთ ფოტოები