სუხჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს
05-04-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლაში მოსწავლეების განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში არაერთი შთამბეჭდავი ღონისძიება იმართება, მათ შორის აღსანიშნავია საგაზაფხულო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი წარმოდგენები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა თბილი სიტყვებით მიულოცეს დედებისა და ქალთა დღეები საყვარელ ქალბატონებს - მასწავლებლებს, დედებსა და ბებიებს. მოეფერნენ მათ და სასიამოვნო საღამო აჩუქეს.

ამ დღის ემოციები მოსწავლეებს ჯერ კიდევ მოყვება, რაც მათ განწყობასა და მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203