„წამიკითხე შენი ზღაპარი” - საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება ქუთაისის N14 საჯარო სკოლაში
05-04-2024

ქუთაისის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში შემეცნებითი და საგანმანათლებლო სახის აქტივობები იმართება.

მათ შორის იყო წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მე-2 კლასის მოსწავლეებმა ეს დღე ამავე სკოლის ბიბლიოთეკაში აღნიშნეს. მათი დევიზი იყო „წამიკითხე შენი ზღაპარი”.

როგორც სკოლაში გვიყვებიან ღონისძიების მთავარი მიზანი იყო კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება, ცოდნის გაღრმავება/გაზიარება. 

მოსწავლეებმა იშრომეს, შექმნეს მოთხრობები და ზღაპრები, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი წიგნად აკინძეს: გაუკეთეს სარჩევი, ყდა, დააწერეს სათაური.

„ისინი გახდნენ პატარა, ახალბედა ავტორები, ერთმანეთს წაუკითხეს მათი წიგნებიდან თითო ზღაპარი. შემდეგ გადაწყვიტეს ბიბლიოთეკის რესურსითაც ესარგებლათ და ხელმძღვანელთან ერთად დაამუშავეს რამდენიმე მოთხრობა“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

საბოლოოდ მათი ინტერესის სფერო ამაღლდა ამ კუთხით.

„მოსწავლეებმა თავადვე თქვეს: „მასწავლებელო, კიდევ წავიკითხოთ”, „კიდევ ხომ ამოვალთ აქ და წავიკითხავთ რაიმეს?“ შედეგი გახლდათ მათი ბედნიერი სახეები და კითხვის დაუოკებელი სურვილი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წიგნის სააჯროდ კითხვის მსოფლიო დღეს საზოგადოება მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნავს. ამ დღის სლოგანი გახლავთ: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203