ქუთაისის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, IIა კლასში, დამრიგებელ მარიამ ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობები გაიმართა. მოსწავლეებმა ნახეს საინფორმაციო ვიდეორგოლი დაუნის სინდრომის რაობის შესახებ. მათ ასევე კლასში, მოისმინეს პრეზენტაცია - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“.
მოსწავლეებმა გამოხატეს პატივისცემა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ და გამოთქვეს მზაობა დაეხმარონ, სიყვარული და სითბო გაუნაწილონ მათ.
ბავშვებმა ასევე, თავიანთი ინიტიაცივით შექმნეს სიანტერესო ნამუშევრები - ხელის ფორმის ფერადი ქაღალდები გამოჭრეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ დღის მიზანია დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა, ინკლუზიური გარემოს შექმნა.
იხილეთ ფოტოები: