სავანეთის საჯარო სკოლაში 1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე ისაუბრეს
30-05-2018
სავანეთის საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებელმა ელენე ჩუბინიძემ ღონისძიება „დამოუკიდებლობის 100 წელი“ მოაწყო. 

ღონისძიებაში როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა 1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე ისაუბრეს, წაიკითხეს მონარიდები პირველი რესპუბლიკის დროინდელი ცნობებიდან და პატრიოტული თემატიკის ლექსები წარმოთქვეს. 

წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა  გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს  წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203