„მასწავლებლები ყოველდღე სიახლის ძიებაში უნდა ვიყოთ“ - თამარ დამენია, კიწიის საჯარო სკოლის პედაგოგი
05-04-2024

თამარ დამენია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელია, მომავალი თაობის აღზრდა-განათლების კეთილშობილურ საქმეს გულანთებული ემსახურება და ცდილობს მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღმისეული ცოდნა მისცეს. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ თამარ დამენიასთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მოწესრიგებული, მომზადებული, თავდაჯერებული. 

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- თითოეული მოსწავლის, ყურადღების მიპყრობას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ყოველდღე უნდა ვიყოთ სიახლის ძიებაში, რათა დავეხმაროთ საკუთარ თავს და ქვეყანას.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ბევრს ვიმუშავებდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ძალიან საინტერესო კითხვაა.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- დაწყებითი კლასის მოსწავლეს უთქვამთ თქვენ ხომ იქნებით ჩემი მასწავლებელი.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ყოველდღე განსხვავებული გაკვეთილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203