ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ემინე აბულაძემ განახორციელა პროექტი - „წიგნი ჩემი მეგობარია“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას და გლობალურ- ფუნქციური უნარების განვითარებას.
VII-VIII-IX კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ალექსანდრე ყაზბეგის, ნოდარ დუმბაძის, რევაზ ინანიშვილის მოთხრობები.
V-VI კლასის მოსწავლეები ხალხურ ზღაპრებს გაეცნენ და გააკეთეს პრეზენტაციები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა იმსჯელეს გმირების დადებით და უარყოფით მხარეებზე და, რაც მთავარია, დაინტერესდნენ მხატვრული ლიტერატურის კითხვით.
იხილეთ ფოტოები: