„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი პრეზენტაცია
05-04-2024

ბონდო როსტიაშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კლუბ „გეორგიანას“ და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას დიდი ენთუზიაზმთ შეუერთდნენ.

მოსწავლეები სლოგანის - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ გარშემო გაერთიანდნენ. 

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს. მათი მოძიებული ინფორმაცია საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის.

„უდიდეს მადლობას ვუხდით მე- 7 კლასის დამრიგებელს და სპეცმასწავლებელს ხათუნა დუშაშვილს ყოველთვის გვერდით დგომისთვის. აგრეთვე, უდიდესი მადლობა ჩვენი სკოლის ექიმს - ნათია გუდიაშვილს პრეზენტაციაში ჩართულობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

„დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება. სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. ეს სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები“, - აღნიშნეს სკოლაში.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203