ზოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანაკლასელს, რომელიც შინ სწავლების მეთოდით სარგებლობს, ღონისძიება მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ომარმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სკოლაში სიარული ვერ შეძლო და ბინაზე მომსახურების სერვისით სარგებლობს.
„ომარი შინ სწავლებაზეა, მაგრამ პერიოდულად უწევს სკოლაში მოსვლაც, რადგან კარგად ესმით მას და მის ოჯახს, რომ სკოლა უფრო მეტია, ვიდრე განათლება, მომავალში ყველა ერთად შევძლებთ ხშირად ესტუმროს თანაკლასელებს და მათთან ერთად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ომარს თანაკლასელებმა სითბო და სიყვარული უჩვენეს და მის პატივსაცემად ღონისძიება მოამზადეს, სადაც ნათლად გამოიკვეთა მისი დადებითი დამოკიდებულება მეგობრების მიმართ.
,,ომარი ის ბიჭია, რომელთან სიახლოვემაც ჩვეულებრვი დღეები არაჩვეულებრივად შემიცვალა. ეს ის ბიჭია, რომლიდანაც მოდის პოზიტივი და მასთან მუშაობის შემდეგ დადებითი მუხტით ვბრუნდები სახლში“, - ასე ახასიათებს ომარს სპეციალური მასწავლებელი ელისო მერმანიშვილი.
იხილეთ ფოტოები