ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ლიანა დუმბაძე საკუთარ პროფესიასა და მოსწავლეებზე შეყვარებული პიროვნებაა. ის მუდამ კარიერული განვითარებისკენ მიისწრაფვის და სხვადასხვა პროექტში მონდომებით ერთვება. პედაგოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობები. სწორედ ამიტომ, თითოეული მოსწავლის აზრს გულდასმით ისმენს, მათთვის რჩევებსაც არ იშურებს და მუდამ წინსვლისკენ მოუწოდებს.
მასწავლებელი ლიანა დუმბაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ბავშვების სიყვარული, უყვარდეს საკუთარი პროფესია და იყოს მოტივირებული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- გაკვეთილის სწორად დაგეგმვასა და ჩატარებას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მადლობა, მოდი ეს ასე გავაკეთოთ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- თავდაუზოგავად ვიმეცადინებდი და მეტად მიზანდასახული ვიქნებოდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მეგობრული, კომუნიკაბელური.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- eTwinning პროექტში მონაწილეობა და დადებითად შეფასება უცხოელი კოლეგებისგან.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ტექნოლოგიები.