ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულის - დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობით იყო გაჯერებული.
აქტივობის ავტორები მეოთხე კლასის მოსწავლეები იყვნენ და მათ ბილინგვური სწავლების სპეციალისტი ლეილა ნადიროვა ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს, დედებისთვის მისალოცი ბარათები შექმნეს და ფერადი ფურცლებისგან ხელოვნური ყვავილების თაიგული დაამზადეს. აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობედნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: