საღამოს საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებთან ერთად, მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს
05-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი, აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასკოლო ცხოვრებაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამის დასტურია ისიც, რომ ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა - ასტხიკ გალოიანმა, ჰაიკუჰი ჰახვერდიანმა, ანნა თევანიანმა, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, საახალწლო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „როგორ წავიდა ჭიანჭველა პაწა თოვლის ბაბუას სანახავად“, გადაიღეს. 

მოსწავლეებმა შესაბამისი კოსტუმები მოირგეს, როლები დიდი ოსტატობით შეასრულეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. მათ ფილმი ტყეში გადაიღეს, რითაც ის ბევრად უფრო ზღაპრული გახდა. 

აღსანიშნავია, რომ საღამოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203