წინანდლის საჯარო სკოლის პედაგოგმა და მოსწავლეებმა, საერთაშორისო პროექტში მონაწილეობისთვის, სერტიფიკატები დაიმსახურეს
08-04-2024
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლაში მოტივირებული, აქტიური, ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ახლახან, მასწავლებელ ეკატერინე ბაღათრიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ. მისი თემა იყო - Knowing Each Other's Culture. 

მოსწავლეები - ნენე მსუქნიშვილი, ნინო გიტიშვილი, ქეთი კუტიბაშვილი, სალომე მჭედლიშვილი, დავით მინდაძე და სალომე მამალაშვილი მის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ. შედეგად კი, მათ და პედაგოგმა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები დაიმსახურეს. 

პროექტიდან ეკატერინე ბაღათრიშვილმა სამადლობელი წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ წინანდლის საჯარო სკოლის მოსწავლეებით ძალიან ამაყები იყვნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203