საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საზეიმო ღონისძიება და მრავალფეროვანი გამოფენა 
08-04-2024
 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე, შესაძლებლობების წარმოჩენასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იქ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება თუ პროექტი ხშირად ეწყობა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც წინასაახალწლო პერიოდი იყო. თემატური ღონისძიება ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა გამართეს. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ყველას საზეიმო განწყობა შეუქმნეს.

გარდა ამისა, ხელოვნების მასწავლებელმა ლიდა გალოიანმა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. მან ისინი სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203