ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეების შექმნილი ტანსაცმლის ესკიზების გამოფენა მოეწყო.
გამოფენა 25 მარტს გაიმართა და მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი სამუშაო პროცესში და სიამოვნებით ქმნიდნენ ესკიზებს.
მოსწავლეებმა ესკიზები სხვადასხვა მასალით: ფანქრებით, ფლომასტერით, ფერადი და ბრჭყვიალა ქაღალდებით, საღებავით, გუაშით, დეკორატიული წებოვანი ლენტით და ა.შ, შექმნეს.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ ეს საინტერესო გამოცდილება იყო ბავშვებისთვის, რომლებიც თავს პატარა დიზაინერებად გრძნობდნენ.
იხილეთ ფოტოები: