მრავალფეროვანი ღონისძიებების ციკლი ქსნის საჯარო სკოლაში 
08-04-2024
ბონდო როსტიაშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ემოციების გაზიარებასა და მათი განწყობის ამაღლებას. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში აქტიურად იმართება ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები სიხარულით ერთვებიან, მათ შორის აღსანიშნავია დედის დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენათა ციკლი. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი კედლის გაზეთი შექმნეს და სასკოლო სივრცეში განათავსეს. ხელმძღვანელი მარიკა გოგნიაშვილი გახლდათ. 

„დედაზე ფიქრისას გულში უამრავი გრძნობა იყრის თავს: სიყვარული,სითბო,იმედი, რწმენა, ნდობა... ეს ოთხი ასოსაგან შემდგარი სიტყვა „დ ე დ ა“, თავისი მნიშვნელობითა და არსით რა დიდია...მთელ სამყაროს იტევს... დედის სიყვარული შვილისადმი ხომ უპირობო და უსაზღვროა...“ - ამ სიტყვებმა ღონისძიება მეტად დასამახსოვრებელი და ემოციური გახადა. 

VI კლასის მოსწავლეებმაც, დედის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი კედლის გაზეთი შექმნეს, დაამზადეს მისალოცი ბარათები, თბილი სიტყვებით, ლექსებითა და სიმღერით უპასუხეს დედების უსასრულო სიყვარულს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი ნაზი მაისურაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ: ვიდეო1; ვიდეო 2; ვიდეო3. 

IV კლასის მოსწავლეებმა კი, ამ დღესთან დაკავშირებით მოამზადეს ვიდეოკოლაჟი, დამრიგებელის,ფატი შოთაევას ხელმძღვანელობით, იხილეთ ვიდეო.

გიზიარებთ ასევე პედაგოგის, ნატო რთველიშვილის ვიდეოს: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203