9 აპრილს ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დაისვენებენ. ეს თარიღი ოფიციალურ უქმე დღედაა გამოცხადებული - თარიღი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაწერილია ტრაგედიისა და იმავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ:
საქართველოს დედაქალაქში დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, თუმცა მშვიდობიანი აქცია, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს. თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებს, დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები დაესხნენ თავს.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის განმავლობაში ოფიციალური უქმეები ბრძანებით რეგულირდება - იხილხეთ, რამდენი ოფიციალური დასვენების დღეა სკოლებისა და ბაღებისთვის;
ხოლო კანონში ზოგადი განათლების შესახებ, გაწერილია არდადეგების ხანგრძლივობა - 2023-2024 სასწავლო წლის კალენდარი.