„ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიმიღწევია არის მოსწავლეთა კეთილგაწყობის მოპოვება“ - გელაძეების სკოლის მასწავლებელი გოჩა პაქსაძე 
08-04-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეების საჯარო სკოლის მასწავლებელი გოჩა პაქსაძე მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. მისთვის თითოეული მოსწავლის აზრი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მათ ყოველთვის უსმენს და ბავშვების თითოეულ მოსაზრებას პატივს სცემს. პედაგოგს ყველაზე დიდ წარმატებად და მიღწევად ბავშვების მხრიდან პატივისცემა და სიყვარული მიაჩნია.

გოჩა პაქსაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მოთმინება, მოსმენა და სწავლა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- სასკოლო წესდების დაცვას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- კარგია, კიდევ ვსცადოთ, ჩვენ შევძლებთ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- არ დავკარგავ დროს რაც მნიშვნელოვანია.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ალბათ კარგად იმიტომ რომ ვარ მეგობრულად ყველა მოსწავლესთან.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეების კეთილგანწყობა მოვიპოვე.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- როგორ იცოდა მასწავლებელმა ყველაფრის შესახებ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203