ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურისა და ფანაგის საჯარო სკოლებში სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამის დასტურია, სკოლების ერთობლივი სპორტული მატჩი, რომელიც სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
სკოლებს შორის სპორტული ღონისძიება სლოგანით „სპორტი გვაერთიანებს, მშვიდობა სპორტის მეშვეობით“ ჩატარდა: დარტსში, ადგილიდან ცალხტომში, გამორბენით ცალხტომში, სპრინტსა და ფრენბურთში.
ბავშვებმა სპორტული შესაძლებლობები, გუნდურობა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს დაუმეგობრდნენ.
სასკოლო საზოგადოება, ორივე სკოლის სპორტის მასწავლებლებს - ანჟელა მარგველიანსა და მზიური რატიანს მადლობას უხდის.
2014 წლიდან ყოველ 6 აპრილს საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს სპორტის საერთაშორიო დღეს. ეს კამპანია მსოფლიო სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისაკენ არის მიმართული.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: