სიღნაღის საჯარო სკოლაში ქართულ ენა-ლიტერატურასა და ისტორიაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
30-05-2018
სიღნაღის საჯარო სკოლაში მე-8 კლასში ქართულ ენა-ლიტერატურასა და ისტორიაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. 

თემა ისტორიიდან იყო: „ტოტალიტარიზმი და დიქტატურა - მსოფლიო ბოროტება“, ხოლო ქართული ენა-ლიტერატურიდან: „ტირანული სახელმწიფო და ადამიანის ბედი ქართულ ლიტერატურაში“.

აღნიშნულ გაკვეთილზე განიხილეს ჭ. ამირიჯიბის  „მოსე ზამთარაძის ნაამბობი“ და რევაზ ინანიშვილის მოთხრობა - „პატრა ბიჭი გოლიათზე“. 

ისტორიის მასწავლებელი მანანა დავითაშვილი გახლავთ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კი ნინო ქოქუაშვილია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203