ნიკორწმინდის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მოსწვალეთა ინიციატივით, საგზაო უსაფრთხოების ნიშნები განთავსდა
08-04-2024
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო იდეებითა და ინიციატივებით გამოირჩევიან. 

მათ შორის აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა სურვილითა და ძალისხმევით, პედაგოგების მხარდაჭერითა და მშობლების ჩართულობით, სკოლის ტერიტორიააზე საგზაო უსაფრთხოების ნიშნები განთავსდა. 

მოსწავლეები მოხარულები არიან, რომ მათმა იდეამ, მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა და საბოლოო ჯამში, სასურველ შედეგზეც გავიდნენ. 

სკოლაში იაზრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების ხელშეწყობა, თამამად გამოხატონ თავიანთი სურვილები, გააზიარონ იდეები და ერთობლივი ძალისხმევით შექმნან უკეთესი სასკოლო ცხოვრება. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203