„თავისუფლება ლომთა ხვედრია“-დიდი სმადის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
30-05-2018
დიდი სმადის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება „თავისუფლება ლომთა ხვედრია“ გაიმართა, სადაც მონაწილეობა II-VII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.

მიზანი პატრიოტული სულისკვეთების აღძვრა - ჩამოყალიბება გახლდათ. 

ღონისძიება მშვიდ გარემოში წარიმართა. მონაწილეებმა დამოუკიდებლობის შესახებ ისაუბრეს და ისტორიასა და დღევანდელობასთან პარალელი გაავლეს.

ამავე დროს, დამოუკიდებლობის დღეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები მიუძღვნეს, პრეზენტაცია გააკეთეს და კუთხე მოაწყვეს, სადაც ქართველ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

აქტივობას სკოლის დირექციაც შეუერთდა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203