ნიკორწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში იასპარეზეს
08-04-2024
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ხელშეწყობას, თავინათი უნარები, ინტელექტი და ერუდიცია წარმოაჩინონ, დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“, მონაწილეობდნენ, რომელსაც ტელეგადაცემის წამყვანი, საქართველოს ინტელექტკლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა თავიანთი უნარები წარმოაჩინეს და მაქსიმალური ყურადღებით ცდილობდნენ, ყველა კითხვაზე ფასუხის გაცემას.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების აქტიურობა და სხვადსხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში ჩართვა, კონკურენტუნარიან გარემოში თავის წარმოჩენისა და თავდაჯერებულობის ამაღლების მიზნით.