„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს, მეგობრულ გარემოს და აქტიურ სასწავლო პროცესს“,- ამბობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლია ქავთარაძე, რომელიც სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი რგოლია.
მიაჩნია, რომ კარგი მასწავლებელი მოსწავლეთა მეგობარიც უნდა იყოს. მისი კომპეტენტური აზრი მოსწავლეებისთვისა და პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია. ამჯერად, მან etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- უნდა უყვარდეს თავისი საქმე და პროფესია, შეიყვაროს ბავშვები და იყოს მეგობრული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მეგობრულ გარემოს და აქტიურ სასწავლო პროცესს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მომისმინე ყურადღებით და ყოჩაღ!
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ვიმეცადინებდი ბევრს.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ვფიქრობ, დადებითად.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვა.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- როდის გავხდებოდი მასწავლებელი.