„მოსწავლის სიყვარული, დაფასება, აღიარება...ეს ჩემი წარმატებაა“ - მაია კეკელიძე, კარაპეტის საჯარო სკოლის მასწავლებელი
08-04-2024

მაია კეკელიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაპეტის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია, რომელიც მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე, არ უშინდება სიახლეებს და აბედნიერებს, როცა მოსწავლეების სიყვარულსა და დაფასებას გრძნობს. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მაია კეკელიძესთან

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- უნდა უყვარდეს ბავშვები; მუდმივად უნდა ზრუნავდეს მოსწავლის განვითარებაზე; იზრუნოს მოსწავლის სხვადასხვა  უნარების განვითარებაზე, აუმაღლოს მოტივაცია.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ეფექტური და ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარებას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „მე თქვენი მჯერა“

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- არ შევიცვლიდი ჩემ მიერ არჩეულ პროფესიას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მეგობრული, მოსიყვარულე, სამართლიანი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- სასწავლო რესურსების ეფექტურად გამოყენება, მოსწავლის სიყვარული, დაფასება, აღიარება...ეს ჩემი წარმატებაა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მუსიკა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203