ჩხორიის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნეს
30-05-2018

„კლუბ „ნიკეს“ (ხელმძღვანელი: მაია არახამია) ინიციატივით ჩხორიის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. 

მოსწავლეებმა წინასწარ დაგეგმეს ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა შემეცნებითი და სპორტული ღონისძიების ჩატარება. 

სკოლაში მოეწყო მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ჩატარდა ტურნირი ფეხბურთში. საზეიმოდ მოირთო სკოლის ეზო. 

26 მაისის მნიშვნელობაზე პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს. 

ასევე ჩატარდა ტრაგიკულად დაღუპული სკოლის კურსდამთავრებულის ირაკლი გადილიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში „რა?სად?როდის?“, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ფიფია უძღვებოდა. 

გამარჯვებულ გუნდს, „ნიკეს“, გარდამავალი თასი გადაეცა. 

„ღონისძიება საჭირო რესურსებით მოამარაგეს სკოლის დირექციამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ, რომლებიც ესწრებოდნენ კიდეც ზეიმს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203