თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
სკოლაში აღინიშნა დღე, რომელიც აერთიანებს ორ ისტორიულ მოვლენას - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა და საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა. პედაგოგები - ნანა თეგაძე და ნანი ფეიქრიშვილი მოსწავლეებს 9 აპრილის მოვლენებზე ესაუბრნენ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილის გმირებს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მოხდა.
იხილეთ ფოტოები: