ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღე და ქართულ-სომხური მეგობრობის 100 წლისთავი აღნიშნეს
30-05-2018
ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართულ-სომხური მეგობრობის 100 წლისთავი აღნიშნეს. 

ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო. პროგრამა  მხატვრული კითხვისა და ნახატების კონკურსსაც მოიცავდა, გამარჯვებულებს კი საჩუქრები დაურიგდათ.  

ასევე, მონაწილეებმა ქართული ცეკვა და სიმღერები წარმოადგინეს.  

მოსწავლეებს საქართველოს დროშის ფერებში ეცვათ. 

ზეიმს როგორც პედაგოგები, ასევე მშობლები ესწრებოდნენ. 

სკოლის დირექციის ცნობით, აქტივობა ყველას მოეწონა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203