თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასფალტზე სახელმწიფოებრიობის დამადასტურებელი სიმბოლოები დახატეს
30-05-2018
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი მასშტაბურად აღნიშნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ მეტად მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა სკოლაში 23 მაისიდან დაიწყო, როდესაც სკოლის მოსწავლეებმა ასფალტზე სახელმწიფოებრიობის დამადასტურებელი სიმბოლოები დახატეს.
შემდეგ ესტაფეტა მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებს გადაეცათ, რომლებმაც სახალხო დღესასწაული „მხიარული სტარტებით“ აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებს მშობლები და სკოლის სხვა მოსწავლეები გულშემატკივრობდნენ.
დასკვნითი საზეიმო ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა. მოსწავლეებმა 1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე ისაუბრეს და პატრიოტული ხასიათის ლექსები წაიკითხეს. სკოლის ხალხური სიმღერის გუნდმა კი საქართველოზე სიმღერები შეასრულა. იხილეთ ფოტოები