ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები 26 მაისს გამართულ სახალხო მსვლელობაში მონაწილეობდნენ
30-05-2018
ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სახალხო მსვლელობაში მონაწილეობდნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, 26 მაისი სოფელ ციხისძირში განსაკუთრებული ენთუზიაზმით აღინიშნა.
„მოეწყო სახალხო ლაშქრის მსვლელობა სოფლის ცენტრიდან პეტრას ციხემდე, რომელშიც მონაწიილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, სოფლის ხელმძღვანელები, სოფლის ახალგაზრდობა. ემოციებითა და ამაღლებული სულისკვეთებით გამსჭვალული მარში დაგვირგვინდა პეტრას ციხეზე ჩვენი თვითშემოქმედი ახალგაზრდობის აქტივობებითა და უამრავი საპატიო სტუმრის მოლოცვებით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები