„დღე ტკივილისა და დღე გამარჯვებისა“  -  ხიზაბავრის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს ემოციური ღონისძიება მიეძღვნა
10-04-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს. 

მოსწავლეები სლოგანის - „9 აპრილი დღე ტკივილისა და დღე გამარჯვებისა“ გარშემო გაერთიანდნენ და ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ დღეს ემოციური ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიების ორგანიზატორი საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი ლ.მურადაშვილი და მუსიკის მასწავლებელი გახლდათ.

ღონისძიება გახსნა ისტორიის პედაგოგმა - გ.ქუქჩიშვილმა, რომელმაც ისაუბრა 9 აპრილის მიზეზებსა და შედეგებზე.

მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობით დატვირთეს დღე. მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია, სადაც გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ამ მნიშვნელოვანი დღისადმი, ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. სიმღერის მომზადებაზე იზრუნა მუსიკის პედაგოგმა - ნანა დათაშვილმა

ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203