ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ, შემეცნებით და შემოქმედებით კონკურსში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, ისინი ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების გამოცხადებულ სასკოლო ბლოგების კონკურსში მონაწილეობდნენ.
კონკურსში, ქუთაისის N36 საჯარო სკოლის Xl ბ კლასის მოსწავლეთა დამზადებულმა ბლოგმა - „ჩვენ დავასრულებთ ოკუპაციას“ ჟიურის რჩეულის ნომინაცია დაიმსახურა.
მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომი და ფასიანი საჩუქრები.
კონკურსზე, ნამუშევრების პრეზენტატორები იყვნენ: მარიამ გაჩეჩილაძე, ანი პერანიძე, თამარ დღვილავა, ნანუკა აბრალავა, ლიზი ბასილაძე, ნიკოლოზ ტყეშელაშვილი და მათი ხელმძღვანელი კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ნატალია თურქაძე.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: