უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა ქიმიურ შოუში მიიღეს
30-05-2018
უჯარმის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლის, ციცინო მექოშვილის თაოსნობით VII-XI კლასი „ექსპერიმენტორიუმს“ ესტუმრა.
მათ წარმოდგენილი ფიზიკური ექსპერიმენტების თეორიულ ახსნაში საკმაოდ იაქტურეს და მონაწილეობა ქიმიურ შოუშიც მიიღეს.
ექსპერიმენტების შემდეგ მოსწავლეებმა ილიას უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო დარგების კაბინეტ-ლაბორატორიები დაათვალიერეს, იქ მიმდინარე კვლევებს და საერთაშორისო მეცნიერულ აღმოჩენებში ქართველი სტუდენტების მიერ შეტანილ წვლილს გაეცნენ.