ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.
მოსწავლეებმა: სალომე ივანიძემ, ნანუკა ივანიძემ, მარიამ გვირჯიშვილმა, ვლადიმერ გვირჯიშვილმა, 9 აპრილის შესახებ, ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხოლო შალვა გვირჯიშვილმა, ნიკოლოზ ივანიძემ, ხათო გვირჯიშვილმა, სანდრა გვირჯიშვილმა, ნინო გვირჯიშვილმა,მაგდა გვირჯიშვილმა, რუსუდან ჯვარიძემ ლექსები წაიკითხეს 9 აპრილზე.
ღონისძისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიმღერა - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.
„სასანთლეში იღვენთებოდა 21 სანთელი, შემდეგ ბავშვებთან ერთად ეკლესიაში წავედით და უფალს შევავედრეთ ოცდაერთი გმირის სამშობლოს თავისუფლებას შეწირული სული“, - გვიყვება პედაგოგი ლამზირა მამულაიძე.
ეს დღე ძალიან ემოციური იყო თითოეული მოსწავლისა და პედაგოგისთვის.
სკოლის პედაგოგი ლამზირა მამულაიძე, დირექტორს - მარინა ჯვარიძესა და მასწავლებელ რუსუდან ზედგენიძეს გვერდით დგომისთვის მადლობას უხდის. ასევე, მადლობას უხდის, ბავშვებს, მშობლებს აქტიურობისთვის და დამსწრე საზოგადოებას.
„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი! ამ აქტივობის მიზანი იყო მომავალ თაობებსაც ახსოვდეთ ვინ გვაჩუქა თავისუფლება. დიდება გმირებს! არასოდეს ეტკინოს ჩვენს სამშობლოს, გამთლიანდეს და გაბრწყინდეს!“, - აღნიშნავს პედაგოგი ლამზირა მამულაიძე.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
იხილეთ ფოტო: