საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი, მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა. მასში დაწყებითი საფეხურის - მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათთან ერთად, კონკურსში დუზაგრამის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ. კონკურსი ორ ეტაპად - 5 და 19 მარტს ჩატარდა.
პირველ ტურში რევაზ ინანიშვილის ტექსტი - „დედა“, ხოლო მეორე ტურში გიორგი ლეონიძის - „დედას“ გამოიყენეს. მოსწავლეებს მისალოცი ბარათის დამზადება დაევალათ.
მეორე ტურში კი გამარჯვებულები გამოვლინდნენ. აღსანიშნავია, რომ „წარმატებული მონაწილის“ სიგელები ყველა მონაწილეს გადაეცა.
სკოლაში დირექტორ რიზვან უსუფოვს, მხარდაჭერისთვის, მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: