ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს შემეცნებითთან ერთად, საინტერესო, სახალისო და შემოქმედებით საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მე-4ე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს, თემაზე - „ჩემი სკოლის ეზოს გეგმა - ილუსტრირებული გზამკვლევი“.
აღსანიშნავია, რომ ბილინგვური ენის სპეციალისტი ნონა აჩელაშვილია, საგნის მასწავლებელი კი, მშობლიურ ენაზე გაიანე კობალიანი გახლავთ.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე, ნაშრომის პრეზენტაციისას კი, მათ წარმოაჩინეს: რომელ ობიექტებს აღნიშნავს სკოლის ეზოს გეგმაზე გამოყენებული პირობითი ნიშნები; სად რა ობიექტებია ეზოს გეგმაზე; რა არის ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით.
ასევე მოსწავლეებმა აღნიშნეს, თუ როგორ შეიძლება გააუმჯობესონ მწვანე კლუბის წევრებმა სკოლის ეზოს ცხოველთა საარსებო პირობები; რით და როგორ შეიძლება შეუწყონ ხელი არსებული სახეობების ზრდა-განვითარებასა და მათ გამრავალფეროვნებას.
მოსწავლეებისთვის დავალება ძლაიან საინტერესო, ინფორმაციული, მრავლისმომცველი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: