Save earth - ლელოვნის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია
10-04-2024
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ისინი მოსწავლეებს საინტერესო, შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, მე-9 კლასში, ინგლისურ ენაში, პედაგოგ ნანა გუბელაძის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია - Save earth, გაიმართა. 

მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, პრეზენტაცია მოამზადეს და ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეცხრეკლასელებმა პრეზენტაცია წარმატებით გამართეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203