საგურამოს საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები ზეიმი გაიმართა
30-05-2018
საგურამოს საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები ზეიმი გაიმართა.
კურსდამთავრებულებს პირველმა მასწავლებელმა გულნაზ კერესელიძემ სიმბოლური გაკვეთილი ჩაუტარა.
შემდეგ, სკოლის დირექტორმა, დამრიგებელმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მათ სკოლის დამთავრება მიულოცეს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კი გამოსაშვები ზეიმი სიმღერებითა და ლექსებით გაალამაზეს.
ბოლოს, გამოსათხოვარი და სამადლობელი სიტყვა მეთორმეტეკლასელებმა წარმოთქვეს.