ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, საქართველოს ისტორიაში ისეთი უმნიშვნელოვანესი და ტრაგიკული თარიღი, როგორიც 9 აპრილია.
სკოლაში, პედაგოგ მურმან დვალის ხელმძღვანელობით, გაიმართა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო, რომელშიც სკოლის ორივე - როდინაულის და სვირის კორპუსის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა სამშობლოსთვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, მათ 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს და ინფორმაცია გაცვალეს.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
იხილეთ ფოტოები: