ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. ასევე წახალისებულია, მოსწავლეთა ჩართულობა მასშტაბურ კონკურსებსა და არაფორმალური განათლების პროექტებში.
8 აპრილს, სკოლაში, საბაზო საფეხურის მოსწავლეთა შორის ჩატარდა ვიქტორინა - „ყველაზე ჭკვიანი 2024“. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ ორივე კორპუსის მოსწავლეები.
მოსწავლეები თამაშში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიებას პედაგოგი ნინო გოცაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები: