ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა
30-05-2018
ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული შემდეგი აქტივობებით ჩატარდა:

21 მაისი-ლექცია_სემინარები თემაზე: „117 წლის შემდეგ აღდგენილი სახელმწიფოებრიობა“;

22 მაისი-პლაკატების გამოფენა თემაზე: „თვისუფლება სულს ისე მოსწყურდა“;

23 მაისი-ვიქტორინა: „ვინ უკეთ იცნობს ქართული სახელწიფოებრიობის ისტორიას“;

24 მაისი-რუკების შექმნის კონკურსი თემაზე: „1918-21 წლების ფარგლებში მოქცეული საქართველო“;

25 მაისი-კონფერენცია თემაზე: „გზა 1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე“;

28 მაისი-კვირეულის დახურვა საზეიმო კონცერტით: „თავისუფლება ლომთა ხვედრია“.

პლაკატების გამოფენაზე პირველი ადგილი მე-8 კლასის მოსწავლემ ხატია დავითოშვილმა დაიკავა; ვიქტორინში გამარჯვება წილად მე-10 კლასს ხვდა; რუკების კონკურსში პირველი ადგილი მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფიქრია ელიოზიშვილმა და გვანცა არაბულმა გაინაწილეს, ხოლო კონფერენციაზე საინტერესო ნაშრომისთვის პირველი ადგილი ქეთი ჯავახიშვილმა აიღო.

რაც შეეხება საზეიმო კონცერტს, მე-5, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, კერძოდ კი, ანსამბლი „კახელო“.

სკოლის დირექცია თანადგომისთვის მადლობას უხდის იზა წყალობაშვილს, მარიამ ყვენწაშვილს, ლალი კუპრაშვილსა და მარიეტა არჩუაშვილს.

განსაკუთრებული მადლობა ამ კვირეულის სულისჩამდგმელს, მარიკა ცუკილაშვილს მიეძღვნა.

კვირეულის ფარგლებში პირველ ადგილზე გასული მოსწავლეები და კლასი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, რომლებზედაც სკოლის დირექციამ იზრუნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203