ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს.
ამ ტრაგიკული დღის მოვლენების შესახებ სკოლაში, საინტერესო, ინფორმაციული ღონისძიება ჩატარდა.
სკოლაში, ასევე ამ დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა გაიმართა თემით - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“. ბავშვებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს ტრაგიკული დღე და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ ასევე აღნიშნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადგილი უკავია ამ თარიღს ქვეყნის ისტორიაში.
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
იხილეთ ფოტოები: