„ვფიქრობ, მოსწავლეები სამართლიან და მეგობრულ მასწავლებლად დამახასიათებდნენ“ - მანანა ქობალია, დოშაყეს საჯარო სკოლის პედაგოგი
10-04-2024
„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს სასწავლო პროცესის წარმატებულ წარმართვას“,- ამბობს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა ქობალია. მან ცხოვრება იმ პროფესიას დაუკავშირა, რომელიც წარმატებული მომავალის შექმნაზეა ორიენტირებული. 

მისი აზრით, კარგი მასწავლებელი აუცილებლად ჰუმანური უნდა იყოს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ჰუმანურობა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლიანობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- სასწავლო პროცესის წარმატებულ წარმართვას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „თამამად გამოთქვით საკუთარი მოსაზრებები“.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ყურადღებით შევარჩევდი მომავალ პროფესიას, სასწავლებელს. საგამოცდო პროცესი დიდ მღელვარებასთან, სტრესთან არის დაკავშირებული, ამიტომ ფსიქოლოგიურადაც მოვემზადებოდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- სამართლიანი და მეგობრული.

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეების საგნისადმი სიყვარულის აღძვრა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა, განსაკუთრებით ქართული ლიტერატურა და ისტორია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203