შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პრაქტიკოსი მასწავლებელბის საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. გაიგეთ, ვის აქვს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით რეგისტრაციის უფლება და რა ენაზე ჩააბარებენ ისინი გამოცდებს:
„2024 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე, შესაბამის საგანზე (სომხური/აზერბაიჯანული ენა), პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით რეგისტრაციის უფლება აქვთ მხოლოდ აზერბაიჯანული და სომხური ენების პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს, აგრეთვე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია შეუძლიათ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.