ტყემლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი ნახეს
30-05-2018
ტყემლოვანის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვენელობით ჭიათურის თეატრში იმყოფებოდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა სპექტაკლი - „სახურავის ბინადარი კარლსონი“ ნახეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბავშვებს სპექტაკლი ძალიან მოეწონათ და მომავალშიც თეატრში სიარულის სურვილი გამოთქვეს.