„აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთაო“ - დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება
11-04-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგ ირინე შავაძის ხელმძღვანელობით 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით - „აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთაო“ .

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შესახებ ისაუბრეს და ამ დღეს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„პროექტის მიზნიდან გამომდინარე: მოსწავლეებმა გაიაზრეს ამ მოვლენის მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ისტორიისათვის, გაიუმჯობესეს როგორც ჯგუფური ისე ინდივიდუალური მუშაობის უნარები, განუვითარდათ მხატვრული და შემოქმედებითი უნარი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვები ამ დღისთვის მონდომებით მოემზადნენ. სხვადასხვ რესურსიდან ისწავლეს და საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. მაგალითად: წაიკითხეს ნაწარმოები, სტატია, პუბლიკაცია, პოეზია, ისწავლეს აზრის ჩამოყალიბება და რესურსების გამოყენება კედლის გაზეთისა და პრეზენტაციის შესაქმნელად.  

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ბავშვებმა დაამზადეს „ტიტები“, მოისმინეს მერაბ კოსტავას სიტყვა და წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203